ფერების აღქმა

ფერი და სპექტრალური ფერები

რა არის ფერი? ფიზიკა შემდეგ განმარტებას იძლევა ამ კითხვაზე: ფერი, ეს ოპტიკური დიაპაზონის ელექტრომაგნიტური გამოსხივების ხარისხიანი, სუბიქტური დახასიათებაა, რომელიც ფიზიკურ მხედველობით შეგრძნებაზე დაყრდნობით განისაზღვრება და დამოკიდებულია რიგ ფიზიკურ, ფიზიოლოგიურ და ფსიქიკურ ფაქტორებზე.
ფერის ინდივიდუალური აღქმა განისაზღვრება მისი სპექტრალური შემადგენლით, ასევეფერისა და სიმკვეთრის კონტრასტით გარემომცველი შუქის წყაროსა და არამნათ ობიექტებს შორის.
შუქის უწყვეტ სპექტრში, სადაც ზოგიერთი ფერი ტანდათან გადადის სხვა ფერში, ისე რომ ძნელია განისაზღვროს მისი საზღვარი და ტალღის სიგრძე, მირებულია შემდეგი ფერების გარჩევა მათი ტალრის სიგრძის გათვალისწინებით:




ტალღის დიაპაზონი 0 ნმ-დან 380 ნმ-დე ითვლება უხილავად და იწოდება ოპტიკური გამოსხივების ულტრაიისფერ უბნად.
ტალღის დიაპაზონი 780 ნმ-დან 1მმ-დე ითვლება უხილავად და იწოდება ოპტიკური გამოსხივების ინფრაწითელ უბნად.



სურათზე მოყვანილია დიფრაქციული ფერადი სპექტრის მთავარი მაქსიმუმი

ცხოველთა მხედველობის ორგანოები აღიქვამენ სხვა ფიზიკური ობიექტებისა და საგნებისგან არეკლილ შუქს. საგნის ფერი, მხედველობის ორგანოთა მიერ აღქმული, იქნება აღნიშნული ობიექტის მიერ არეკლილი ტალღის სიგრძის შესაბამისი. მაგალითისათვის, ფოთოლი ჩვენ გვეჩვენება მწვანედ, რადგანაც სპექტრის მწვანე შემადგენელს ფოთოლი აირეკლავს, ხოლო დანარჩენ შემადგენლებს პირიქით - შთანთქავს. ან სხვა მაგალითი: ფორთოხალი ნარინჯისფერი იმიტომაა, რომ ზუსტად ნარინჯისფერ შემადგენელს აირეკლავს ფორთოხალი.
შუქის ხილული სპექტრის ზონაში ცოცხალი ორგანიზმების მხედველობის ორგანოთა მგრძნობელობა არ არის მუდმივი.
ასევე ადამიანის თვალის მგრძნობელობა განსხვავებულია ფერის სხვადასხვა კომპონენტების მიმართ. მგრძნობელობა მაქსიმალურია 555 ნმ სიგრძისას (მოყვითალო-მომწვანო) და დადის მინიმუმამდე უფრო გრძელი (წითელი) და უფრო მოკლე (ლურჯი) ტალღისას. ადამიანის თვალის მგრძნობელობა წითელი (650 ნმ) გამოსხივების ზემოქმედებისას შეადგენს მაქსიმალური მგრძნობელობის 10%. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგივე სიმკვეთრის შეგრძნებების მისაღებად, რომელიც ახასიათებს მოყვითალო-მომწვანო შუქს, წითელი შუქის ინტენსივობა უნდა იყოს ათჯერ უფრო მეტი.
თუ შევადარებთ ხილული წითელი და ლურჯი სპექტრის დიაპაზონებს, მივირებთ ფერთა წრეს (სურათი ქვემოთ). ფერთა წრე არის ფერთა სპექტრის ხილულ ნაწილში გადასვლის უწყვეტობის წარმოდგენის საშუალება. წრის სექტორები შეფერილია სხვადასხვა ფერთა ტონალობებში, განლაგებული სპექტრალურ ფერთა განლაგების რიგითობით, სადაც მეწამული ფერით ხდება უკიდურესი წითელისა და იისფერის შეერთება.



ფერთა წრე და ფერთა ტრიადა, რომელთა შერევისას მიიღება თეთრი ფერი.

პირველად ფერთა წრე ისააკ ნიუტონის მიერ იყო წარმოდგენილი 1704 წელს. ფერთა წრეს დიდი მნიშვნელობა აქვს სპექტრალურ ფერთა კანონების გაგებისათვის. მაგალითად, ფერთა წრეში ჩახატული სამკუთხედის მწვერვალი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს ფერთა ტრიადაზე, რომელთა შერევისას მიიღება თეთრი ფერი


No comments:

Post a Comment